|
2016-09-09 17:29:16, 944 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ყიფიანი: ლაგაზიძე სიაში ვერ მოხვდა, გაბოროტდა და აბსურდული ბრალდებები გააჟღერა
პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრის ირაკლი ყიფიანის განცხადებით, ხათუნა ლაგაზიძის ბრალდებები მოგონილია და ის სიაში სასურველ ადგილას ვერმოხვედრის გამო გაბოროტდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ყიფიანმა განუცხადა, თუ რაიმე პრობლემები იყო პარტიაში, მაშინ ლაგაზიძეს ეს ყოველივე 8 ოქტომბრამდე ეთქვა. „ლაგაზიძე ათას რაღაცას იტყვის, ქალი გაბოროტებულია. მე მიწევს მის მოგონილ ისტორიებზე კომენტარის კეთება. სიების შეჯერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ბურჭულაძის პარტიამ მიიღო. ვინ რა გააკეთ, ვინ რა პროდუქტი დადო, ვის რა პოტენციალი აქვს საკანონმდებლო ორგანოში ჩვენი მხრიდან გაჟღერებული ინიციატივები გაიტანოს - საარჩევო სია აი, ამ პრინციპების მიხედვით დაკომპლექტდა. შესაბამისად, ხათუნა ლაგაზიძე სიაში მისთვის სასურველ ადგილას ვერ მოხვდა. შესაბამისად, ლაგაზიძე გაბოროტდა და ემოციურ ფონზე დატოვა პარტია და აბსურდული ბრალდებები გააკეთა. რეალურად, ის თუ რაიმე პრობლემებს ხედავდა, მაშინ 8 ოქტომბრამდე, სიის დასახელებამდე ეთქვა. მეტსაც გეტყვით - ლაგაზიძე მისთვის სასურველ ადგილას რომ ყოფილიყო, დღეს იტყოდა, რომ ბურჭულაძის გუნდი მისთვის სასურველია და ა.შ.“, - განაცხადა ყიფიანმა. შეგახსენებთ, რომ ხათუნა ლაგაზიძემ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა. მისი განცხადებით, პაატა ბურჭულაძე „გირჩზე“ გაიყიდა და პარტიის სიის ფორმირებაში კრიმინალურმა ავტორიტეტებმა მიიღეს მონაწილეობა.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)