08:06 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-09 14:17:01, 1311 ნახვა

სამართალი
„პატრიოტთა ალიანსის" წევრები და თეატრალური უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორები გოგი მარგველაშვილის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, მერაბ ჭიქაშვილის და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორების განცხადებით, უნივერსიტეტში ფალსიფიცირებული დიპლომების გაცემა ამ დრომდე გრძელდება.

მათი განცხადებით, ფალსიფიცირებული დიპლომების გაცემის პროცეში ჩართულია როგორც უნივერსიტეტის რექტორი, ასევე კულტურის სამინისტრო.

ჭიქაშვილის თქმით, ფალსიციფირებული დიპლომები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ აღმოაჩინა, როდესაც პირი საზღვარგარეთ გადიოდა.

„თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილია საგანგაშო მდგომარეობა. მოგეხსენებათ, რომ უნივერსიტეტში გაცემულია ფალსიფიცირებული დიპლომები. რას ნიშნავს ეს ? უნივერსიტეტის რექტორი და მისი გარემოცვა გასცემს დიპლომებს, როგორც ნამდვილს, ასევე ფალსიფიცირებულს.  არცერთი დიპლომი სახლემწიფო სტანდარტებს არ ატარებს. აღნიშნული დიპლომები აღმოაჩინა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, როდესაც პირი გადიოდა საზღვარგარეთ. იქ აცნობეს, რომ დიპლომი არ იყო ნამდვილი. დიპლომის გაყალბების საქმე პროკურატურაში ორჯერ შევიდა, თუმცა საქმე ბოლომდე არასოდეს მისულა“,-დასძინა პროფესორმა მანანა მიქაუტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics