|
2016-09-09 12:49:22, 809 ნახვა
პოლიტიკა
იოსებ მაკრახიძე და ირაკლი მეზურნიშვილი მოსახლეობას შეხვდნენ
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, იოსებ მაკრახიძე ორთაშენში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობაზე გაამახვილა. თავის მხრივ, ორთაშენის მოსახლეობამ, მაჟორიტარობის კანდიდატთან დასახლებაში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე ისაუბრა. „ჩემი სურვილია გორი ევროპული სტანდარტების ქალაქს დაემსგავსოს და მჯერა, სულ მოკლე დროში, ჩემს გორელებთან ერთად ავაშენებთ „ მწვანე ქალაქს“. ორთაშენის დასახლებაში გაზიფიცირების პროცესი რამდენიმე დღეში უკვე დასრულდება. მოსახლეობას ათეულობით წელი გაზი არ ჰქონდა, თუმცა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით ორთაშენელებს ეს მნიშვნელოვანი პრობლემა მოუგვარდათ. ჩემთვის პრიორიტეტულია საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა . 2017 წელს ჩემს ქალაქში აღარ იქნება ცენტრალური და საუბნო გზების მოპირკეთების პრობლემა“,- განაცხადა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ. კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი მეზურნიშვილი სოფელ ლამისყანას და მის ისტორიულ-არქეოლოგიურ ძეგლს, ორბელიანების სასახლეს ესტუმრა. ირაკლი მეზურნიშვილი სოფელ ლამისყანაში სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებსაც ესტუმრა და მათთან ერთად იმსჯელა სირთულეების გადაჭრის გზებზე. „ჩემი პრიორიტეტია ახალგაზრდების აქტივობის გაზრდა და მათი დასაქმება.ეს კი ნიშნავს ოჯახების ეკონომიკურ კეთილდღეობასა და რაიონში სოციალურად დაუცველი ადამიანების შემცირებას“,-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
(NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)