02:23 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 14:37:34, 835 ნახვა

პოლიტიკა
ნუგზარ სურმანიძე გენერალ კვინტიძის ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში მუხრან ვახტანგაძე და ამავე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჭარის  უმაღლეს საბჭოში ნუგზარ სურმანიძე  გენერალ კვინიტაძის ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდნენ. 

დეპუტატობის კანდიდატებმა ამომრჩეველს  სამოქმედო გეგმა გააცნეს და მათგან უბანში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ადგილობრივებმა მაჟორიტარ კანდიდატებს 99-ე უბანში არსებული მდგომარეობა გააცნეს.

 "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ მიზანია იზრუნოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე და სწრაფ განვითარებაზე. ჩვენი მთავარი საზრუნავია მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილება, რისთვისაც 2012 წლის შემდგომ აქტიურად ვახორციელებთ სხვადსხვა სოციალურ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ის რის გაკეთებასაც ჩვენ შემდგომ 4 წელიწადში ვაპირებთ გამომდინარეობს თქვენი ლეგიტიმური მოთხოვნებიდან გამომდინარე",-განაცხადა ამომრჩეველთან შეხვედრაზე მუხრან ვახტანგაძემ. 
(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics