|
2016-09-07 18:21:39, 688 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: სრულად ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რომელიც არჩევნებზე მმართველ პარტიას ეკისრება
სრულად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ეკისრება მმართველ პარტიას არჩევნების დემოკრატიულობასა და გამჭვირვალობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მმართველმა გუნდმა ძალიან დიდი ძალისხმევა გაწია იმისათვის, რომ საპარლამენტო ერჩევნები საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყოს. „8 ოქტომბრის არჩევნები არის მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, შევძლებთ, რომ შევინარჩუნოთ ის სტანდარტი, რომელიც იქნა ნაჩვენები საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებზე. თუმცა, ამ არჩევნების მნიშვნელობა გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, გაცილებით უფრო მაღალია, შესაბამისად, ფსონებიც უფრო მაღალია. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ეკისრება მთავრობას ამ შემთხვევაში და მმართველ პარტიას არჩევნების დემოკრატიულობასა და გამჭვირვალობაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ძალისხმევა გაწეული უკვე იმისათვის, რომ ეს ერჩევნები იყოს მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ მოვიწვიეთ საერთაშორისო დამკვირვებლების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა იმისათვის, რომ მთელ წინასაარჩევნო პროცესს დააკვირდნენ. ასევე აღსანიშნავია, რომ 4 თვით ადრე გამოიცა არჩევნების განკარგულება პრეზიდენტის მხრიდან, ეს იყო კონსულტაციების შედეგი ბუნებრივია, და მთავრობის მხრიდან იქნა კონტრასიგნებული. ეს ნიშნავს იმას, რომ სტანდარტი წინასაარჩევნო პერიოდის ხანგრძლივობის საქართველოში, გაცილებით უფრო მაღალია. გატარებული იქნა წინასაარჩევნოდ სპეციალური საკანონმდებლო ცვლილებები იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაგვემკაცრებინა სისხლის სამართლის კოდექსი ფიზიკურ შეხლა-შემოხლასა და შეურაცხყოფაზე. მე ვფიქრობ ყველაფერი ამის გათვალისწინებით, გვაქვს ყველა წინაპირობა, გვქონდეს მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. „რა თქმა უნდა მე მაქვს პროგნოზები იმის, რომ ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მოახდინა მნიშვნელოვანი გარდატეხა საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში, დაამკვირდა მაღალი პოლიტიკური სტანდარტი. აღარ არის მედიაზე ზეწოლა, ბიზნესზე ზეწოლა, თავისუფლების დაცვის ინდექსი არის გაორმაგებული და ეს აღიარებულია ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან. ვფიქრობთ, რომ ხალხი ამას აფასებს და მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას. ჩვენ ველოდებით ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)