|
2016-09-07 13:38:38, 732 ნახვა
პოლიტიკა
თემურ ჭკუასელი: პრემიერთან კონსულტაციის შემდეგ პროპორციულ სიაში გადავინაცვლე
პარტია „ქართული ოცნების“ წევრის თემურ ჭკუასელის განცხადებით, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად თავიდანვე ნინო წილოსანი უნდა წარედგინათ. „პოლიტსაბჭოს სხდომამდე პრემიერ-მინისტრთან მქონდა კონსულტაცია. ჩვენ ვისაუბრეთ და განვიხილეთ ეს საკითხი. მე კანდიდატურა კიარ მოვხსენი, არამედ პრპორციულ სიაში გადავინაცვლე. ნინო წილოსანი თავიდანვე ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატოის კანდიდატად იყო მოაზრებული. უბრალოდ, მაშინ, როდესაც ოზურგეთში კანდიდატის წარდგენა უნდა მომხდარიყო, რაღაც ხელისშემშლელი ფაქტორები წარმოიშვა. ამის გამო, მე დამირეკეს და მთხოვეს, რომ ვყოფილიყავი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. შემდეგ, ეს ყველაფერი გამოსწორდა და დავუბრუნდი სიას“, - განაცხადა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ჭკუასელმა. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი მანანა კობახიძე ადასტურებს, რომ პოლიტსაბჭოზე ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად თემურ ჭკუასელის ნაცვლად ნინო წილოსანის დასახელების საკითხი განიხილეს. „პოლიტსაბჭოში გუშინ იყო ამ საკითხის განხილვა. თავდაპირველად, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქში ჩვენი მხრიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნინო წილოსანზე იყო საუბარი. თუმცა, შემდეგ ამ ოლქში თემურ ჭკუასელი დავასახელეთ. თუმცა, ახლა კვლავ მოხდა ჩანაცვლება და ბატონი თემური სიაში იქნება. მე ზუსტი დეტალები არ ვიცი, როგორც ჩანს პრემიერსა და ბატონ თემურ ჭკუასელს შორის ამ თემაზე პოლიტსაბჭოს სხდომამდე იყო საუბარი“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ კობახიძემ.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)