|
2016-09-06 15:54:26, 736 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ჩემი და სხვა ძალოვანი სტრუქტურების კრიტიკა და დისკრედიტაცია
რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული დანაშაულის ინდექსის მხრივ საქართველო პროგრესის გზაზეა, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ბოლოს გამოქვეყნებული რეიტინგებით, საქართველოს დანაშაულთან ბრძოლის სფეროში მსოფლიოში მესამე წარმატებულ ქვეყანად დასახელდა. „თუ ჩავხედავთ სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ მსოფლიო რეიტინგს, ჩვენ ვნახავთ, რომ საქართველოში დანაშაულის ინდექსის მხრივ არის პროგრესის გზაზე. ამით ყველაფერია ნათქვამი. რაც შეეხება სტატისტიკას, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ტერორისტული აქტები კი არ ხდება, არამედ ხდება მათი აღკვეთა წინასწარ. ამისათის მუხლჩაუხრელად მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ამ და სხვა ძალოვანი სტრუქტურების კრიტიკა და დისკრედიტაცია“, - განაცხადა წულუკიანმა. წულუკიანის თქმით, გუშინ მომხდარი დანაშაული შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა, რაც მისასალმებელია. „უნდა გამკაცრდეს თუ არა სისხლის სამართლის პოლიტიკა? არ ვფიქრობ ასე. რადგან ის უკვე არის მკაცრი. თუმცა, უფრო მეტი ფუნქცია უნდა მიეცეს პრევენციის ღონისძიებებს. როდესაც მე ძალიან ბევრს ვსაუბრობდი იარაღით ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, მაშინ ბევრი ოპონენტი მაკრიტიკებდა. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გვირჩევნია - იარაღისგან და ძალადობისგან თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება, თუ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, ატარონ იარაღი და გამოიყენონ ის არა ნადირობისთვის, არამედ კაცის კვლისთვის“, - განაცხადა წულუკიანმა.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)