|
2016-09-06 11:12:58, 810 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: არჩევნებზე უნდა ვუჩვენოთ ახალი სტანდარტი, სადაც არჩევანს გავაკეთებთ არა ვიღაცის წინააღმდეგ, არამედ ვიღაცისთვის
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო კონფერენციის „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაპტი - ვარშავის სამიტის შემდეგ“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიაში მონაწილეობს. გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია არჩევნები უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. „2012 წლის არჩევნები, როდესაც მთავრობა შეიცვალა მნიშვნელოვანი იყო, ახლა ამ არჩევნებით უნდა დავადგინოთ საარჩევნო კამპანიის ახალი სტანდარტი, სადაც არჩევანს გავაკეთებთ არა ვიღაცის წინააღმდეგ, არამედ ვიღაცისთვის, ვიღაცის ასარჩევად. ამომრჩევლები ცოტათი თითქოს აღარ არიან ისეთი აქტიურები და მობილიზებული, რადგან დიდი რევოლუცია არ ხდება ამ არჩევნების გარემოში. ახალი სტილი უნდა ვაჩვენოთ ამომრჩევლებს, ყველანი უნდა გავიზარდოთ, ადამიანებმა არ უნდა მიიღონ ემოციური გადაწყვეტილებები. ვცდილობთ, ამომრჩევლები, ვისაც არ მიუღია გადაწყვეტილება, ჩავრთოთ და ხმა მივაცემინოთ არჩევნებზე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)