19:55 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 15:13:41, 1167 ნახვა

პოლიტიკა
ინაშვილის ინფორმაციით, პარტიის ანალიტიკური ცენტრის კომპიუტერები დააზიანეს და მნიშვნელოვანი ინფორმაცია წაიღეს

 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივნის, ირმა ინაშვილის განცხადებით, გუშინ ღამით პარტიის ანალიტიკური ცენტრის კომპიუტერები დააზიანეს და მნიშვნელოვანი ინფორმაცია წაიღეს.

 ინაშვილს ეჭვი აქვს, რომ პარტიის ანალიტიკური ცენტრის კომპიუტერებზე მოსასმენი აპარატურაა დამონტაჟებული.

ირმა ინაშვილი მომხდარ ფაქტს, პარტიის წინააღმდეგ მიმართულ დივერსიას უწოდებს.

 "გუშინ ღამით, ჩვენი ანალიტიკური ცენტრის კომპიუტერები დააზიანეს. მოხდა ქურდობა, წაღებულია ინფორმაცია, კომპიუტერებიდან დამტენი მოწყობილობაა ამოღებული. არის ეჭვი, რომ ჩვენი ანალიტიკური ცენტრის კომპიუტერებზე მოსასმენი აპარატურა დამაგრდა. რაც ყველაზე საგულისხმოა, საგარეჯოში ჩემი მხარდამჭერების თაობაზე, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა გატანილი. მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ გამოძიება დაიწყონ. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოდ მათთან და ყველა საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ საელჩოებს და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს საქმის კურსში ჩავაყენებთ. ეჭვი არავისზე არ გვაქვს, ეს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოავლინონ. ეს არის ჩვენი პარტიის წინააღმდეგ მიმართული დივერსია", - განაცხადა ინაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics