04:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 13:59:40, 1104 ნახვა

რეგიონი
სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ

“ქართული ოცნება -  დემოკრატიული საქართველო“-ს სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობენ.

ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გედევან ფოფხაძე ბორჯომში, ახალშენის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მან ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის განათლების რეფორმაზე.

,,სწორი,გლობალური პოლიტიკა განათლების სფეროში, დიდად განსაზღვრავს, დაიკავებს თუ არა საქართველო თავის ღირსეულ ადგილს მსოფლიო ცივილიზაციაში.ამიტომ ჩვენ, ყველა უნდა ვზრუნავდეთ, რომ, რაც შეიძლება მალე გვქონდეს სათანადო განათლების სისტემა“,-აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ენზელ მკოიანი ამჟერად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებს-  ყაურმას, ეშტიას, თორიასა და უჩმანას ესტუმრა. კანდიდატმა სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებს, რადგან ხალხის მოლოდინი გაამართლოს.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი კოპაძემ ნაქურდევის, ხევაშენის , უნწის , ბენარის , შოლავერის , შოყას , ფხეროს , ზემო ენთელისა და ქვემო ენთელის სოფლების მოსახლეობასთან  გამართა შეხვედრა.

კანდიდატმა რაიონში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

„ ჩვენი მთავრობისთვის და ჩემთვის პრიორიტეტი იყო ყოველთვის მოქალაქეებზე ზრუნვა და მათთვის პირობების გაუმჯობესება. მე ვიცი ყველა თქვენი პრობლემა და ისიც, რომ განვითარებული ინფრასტრუქტურა პროგრესის წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, ჩვენი პოლიტიკური ძალა განაგრძობს მუშაობას მოსახლეობის კეთილდღეობისთვის’’, -განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics