19:53 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 12:32:21, 886 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილი თვალებში მიყურებდა, რომ არაფერი მწყენოდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის პოლიტიკაში რაიმე პირადი მიზნების განსახორციელებლად არ მოსულა.

როგორც ივანიშვილმა GDS-ის  ახალ გადაცემაში განაცხადა, მას რომ პირადი მიზანი ჰქონოდა, "ნაციონალურ მოძრაობას" არ დაუპირისპირდებოდა, ვინაიდან ყველაზე კომფორტულად მათი ხელისუფლების პირობებში იცხოვრებდა. ივანიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან მოკრძალებული ურთიერთობა ჰქონდა:

 ""ნაციონალურ მოძრაობაში" დიდ ანგარიშსს მიწევდნენ. სააკაშვილს ჩემთან პირადად ძალიან მოწიწებითი დამოკიდებულება ჰქონდა. არც მე მქონია უხეში დამოკიდებულება, მივიდოდი მხვდებოდა, აუცილებლად მაცილებდა.თვალებში მიყურებდა, არაფერი მწყენოდა.ერთი უხეში სიტყვა არ უკადრებია არასდროს. კომფორტულად ვიყავი წინა ხელისუფლებასთან.თუ მოვისურვებდი, ხელის გულზე მატარებდნენ. მაგრამ ის, რაც მათ ქნეს, არ ავიტანე და მოვედი პოლიტიკაში. მე არ მაქვს პირადული. პირადული რომ მქონებოდა, შეიძლება ყველაზე კომფორტულად მათი ხელისუფლების პირობებში მეცხოვრა",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics