19:53 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 11:35:01, 684 ნახვა

პოლიტიკა
გერმანული მხარე სამართალდაცვით სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას წარმატებულს უწოდებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მეორე სამუშაო ვიზიტი დაასრულა.

ვიზიტის ფარგლებში, შს მინისტრი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, გერმანიის სამ ფედერალურ მიწას: საქსონიას, ბადენ-ვიურტემბერგსა და ჰესენს ეწვია. გიორგი მღებრიშვილი საქსონიის ფედერალური მიწის შს მინისტრ მარკუს ულბიგს, ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მიწის შს მინისტრ თომას შტრობლს და ჰესენის ფედერალური მიწის შს მინისტრ პეტერ ბოითს შეხვდა.

შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარების კონკრეტულ გეგმებსა და მიმართულებებზე იმსჯელეს. გიორგი მღებრიშვილმა გერმანელ კოლეგებს ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, სამართალდაცვით სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმები და შს სამინისტროში დაგეგმილი პროექტები გააცნო.

გერმანიის ფედერალური მიწების შს მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქვეყნის ფედერალური მოწყობის პრინციპიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს შს მინისტრის გადაწყვეტილება, პირადად სწვეოდა ცალკეულ ფედერალურ მიწებს, ვითარების ადგილზე გაცნობისა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

გიორგი მღებრიშვილის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და გერმანიის სამივე ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმდა „ურთიერთგაგების მემორანდუმი“, რომელიც საპოლიციო საქმიანობის, დანაშაულის აღკვეთისა და მასთან ბრძოლის სფეროში გამოცდილების გაზიარებას, თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას გულისხმობს.

საქართველოს შს მინისტრმა კოლეგები ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია.

გერმანული მხარე ქართველ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის პრაქტიკას სანიმუშოს უწოდებს, - ამის თაობაზე გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის მოადგილე ემილი ჰამბერგმა საქართველოს საგარეო უწყების დელეგაციასთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსთან სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით, განსაკუთრებით კი, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, წარმატებული გამოდგა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics