17:33 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 11:02:05, 658 ნახვა

პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის ახალი ელჩი: გამიმართლა, რომ მაქვს შესაძლებლობა საქართველოში ვიცხოვრო და ვიმუშაო

დიდი ბრიტანეთის ახალი ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი თბილისში ჩამოვიდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ დიდი ბრიტანეთის საელჩოდან აცნობეს.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოში ელჩად დანიშვნა მისთვის დიდი პატივია.

„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში მისი უდიდებულესობის ელჩად დანიშვნა. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. გამიმართლა, რომ საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და ახლა მაქვს შესაძლებლობა აქ ვიცხოვრო და ვიმუშაო. საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის მყარი მეგობრული ურთიერთობებია. სამომავლოდ, ბევრი საინტერესო მიმართულებით არის შესაძლებებელი ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება“, - განაცხადა ელჩმა. 

მაკენზი სმიტი ელჩის მოვალეობის შესრულებას მას შემდეგ შეუდგება რაც რწმუნებათა სიგელებს გადასცემს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

ცნობისთვის, საქართველოში ელჩად დანიშვნამდე, ბატონი მაკენზი სმიტი ბრიტანეთის დიპლომატიურ სამსახურში სხვადასხვა საქმიანობით იყო დაკავებული. მისი უკანასკნელი მისია გახლდათ მეხიკოში, დიდი ბრიტანეთის საელჩოში, სადაც ის ელჩის მოადგილე და ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით დირექტორი იყო.  მანამდე კი, იგი იმყოფებოდა გაეროს დიდი ბრიტანეთის მისიაში, ნიუ იორკში. დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის სამინისტროში მას ნამუშევარი აქვს აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიის, ევროკავშირის, ეუთოს,  ადამიანის უფლებათა დაცვის და მედიის საკითხებზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics