|
2016-09-01 12:25:11, 1907 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: არჩევნებში, ქვეყნის სიყვარულის გარდა, პირადი ინტერესი არ გამაჩნია
პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, საკმაოდ კარგი ანალიზისა და მენეჯმენტის უნარი გამოვავლინე და სწორად ამიტომ, მინდა ამომრჩევლებს, ჩემი ანალიზით გადაწყვეტილების მიღების პროცესში დავეხმარო, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS“-ის ახალ გადაცემაში განაცხადა. „სატელევიზიო გამოსვლებში ხშირად მითქვამს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში არავითარი პირადი და თანამდებობრივი ინტერესი არ გამაჩნია, ეს ჩემი ქმედებით დავადასტურე. არავითარი ბიზნესი საქართველოში არ მაქვს, ამით მინდა ჩემს პოზიციას ფასი მივცე. თუმცა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ პირადი ინტერესი სირცხვილი არ არის. წინასაარჩევნო ანალიზის მთავარი მიზანი სამშობლოს სიყვარულია. გარდა ამისა, მე როგორც მოქალაქეს, მაქვს განცდა, რომ ჩემს ქვეყანაზე ვიზრუნო. მხოლოდ ის მაინტერესებს, რომ მეც, თქვენც და ჩვენმა შვილებმაც ღირსეულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც განვითარების თანაბარი პირობები გვექნება. მსგავსი განცდა უნდა ქოდეს საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს. სხვა დამატებითი ინტერესი არ გამაჩნია. საზოგადოებას შევახსენებ, რომ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ საკმაოდ კარგი მენეჯმენტის უნარი გამოვამჟღავნე. პროცესი მე რომ არ წარმემართა ესე ლამაზად ვერ დამთავრდებოდა ყველაფერი. რობერტ სტურუამ სამჯერ მითხრა, რომ უსისხლოდ „ნაციონალებს“ ვერ დავამარცხებდი. სტურუა დღესაც გაოგნებულია. „ნაციონალებს“, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ ქვეყნის დაღუპვის საშუალება არ მივეცით. მათ მშვიდობიანად კიარ გადმოგვაბარეს ხელისუფლება, არამედ გადმოვაბარებინეთ. ანალიზის გაკეთება არ არის მარტივი. იგივე ბიზნესშიც ვაჩვენე, რომ საკმაოდ კარგი ანალიზის უნარი მაქვს“, - განაცხადა ივანიშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი GDS-ის ახალ გადაცემაში მონაწილეობას მრავალჯერადად სტუმრის სტატუსისთ მიიღებს. გადაცემას რეგიონებიდან ნათია თოიძე და მიშა ფეიქრიშვილი წაიყვანენ. პირველი გადაცემა დღეს აჭარიდანაა დაგეგმილი. სატელევიზო პროექტის ფარგლებში ივანიშვილი რეგიონულ მედიას შეხვდება. თუმცა, ცნობილია, რომ მედიის გარდა, კითხვების დასმის საშუალება რიგით მოქალაქეებსაც მიეცემათ.
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)