17:30 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 15:07:13, 758 ნახვა

პოლიტიკა
სააპელაციო სასამართლოში „რესპუბლიკური პარტიის“ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს

სააპელაციო სასამართლოში „რესპუბლიკური პარტიის“ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც ცესკო-ს მიერ საარჩევნო ნომრის მინიჭებას ეხება.

როგორც ცესკო-ს წარმომადგენელმა კახა ნარეკლიშვილმა განაცხადა, ცესკო სააპელაციო სასამართლოში იგივე არგუმენტებით წარდგება, რითაც საქალაქო სასამართლოში.

„შევეცდებით სააპელაციო სასამართლოშიც დავამტკიცოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული დადგენილების სამართლიანობა“, - განაცხადა კახა ნარეკლიშვილმა.

როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ ხიდაშელმა განაცხადა, უნდა მოხდეს ცესკო-ს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

“ვითხოვთ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ცესკო-ს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, მე რომ მქონდეს განცდა, რომ სასამართლო დამოუკიდებელია პოლიტიკური წნეხისგან, გეტყოდით რომ ჩვენ ამ სარჩელს მოვიგებდით, რადგან არის სამართლებრივად გამართული და დასაბუთებული. ცესკო-ს დადგენილება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივით მიღებული, ეს არის ბოლო ინსტანცია, სააპელაციოს გადაწყვეტილება აღარ გასაჩივრდება”, - განაცხადა ხიდაშელმა.

როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა გოჩა თევდორაძემ განაცხადა, „რესპუბლიკური პარტიის“ სარჩელი არის უსაფუძვლო.

„რესპუბლიკელებს“ ქონდათ ერთადერთი მოტივაცია, მოვედუნებინეთ და წინასაარჩევნო პერიოდში დაეზარალებინა საქართველოს „პატრიოტთა ალიანსი“. ნომერი რვა „პატრიოტთა ალიანსს“ მინიჭებული აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ადგილობრივ და შუალედურ არჩევნების პერიოდიდან, ჩვენი რეკლამებიც გადის რვა ნომრით“, - განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

ცესკო-მ საარჩევნო ნომრების მინიჭებასთან დაკავშირებით "პატრიოტთა ალიანსის" და "ახალი მემარჯვენეების" საარჩევნო ნომრები უცვლელად დატოვა. "რესპუბლიკური პარტიაში" კი აცხადებენ, რომ  ყველა პარტიის საარჩევნო ნომერი წილისყრით უნდა განსაზღვრულიყო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics