|
2016-08-31 10:17:48, 702 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ბელარუსის სამთავრობო დელეგაცია ეწვია
30 აგვისტოს საქართველოს ბელარუსის სამთავრობო დელეგაცია ეწვია, რომელსაც ბელარუსის ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი ხელმძღვანელობს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბელარუსის ვიცე-პრემიერის მიხაილ რუსის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან. ამასთან, 1 სექტემბერს გაიმართება საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მესამე სხდომა, რომელსაც საქართველოს მხრიდან უხელმძღვანელებს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ხოლო ბელარუსი მხრიდან ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი. სხდომის ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, ხოლო სხდომის დასასრულს დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმება. ვიზიტი ასევე ითვალისწინებს ბელარუსის სამთავრობო დელეგაციის სტუმრობას საქართველოს რამდენიმე მსხვილ საწარმოსა და თბილისის ტექნოპარკში. გარდა ამისა, თბილისის საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ 1 სექტემბერს საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმი ჩატარდება, ხოლო 1 სექტემბრიდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ბელარუსის რესპუბლიკის პირველი მასშტაბური ეროვნული გამოფენა და რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი ბელარუსული საწარმოები. ბელარუსის ნაციონალური გამოფენა წლის განმავლობაში ბელარუსის მხარის მიერ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ ღონისძიებებს შორის ყველაზე მასშტაბური იქნება. მის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ბელარუსში ნაწარმოები პროდუქცია და კულტურული პროგრამა. ღონისძიებაში მონაწილეობას ბელარუსის რესპუბლიკის დაახლოებით 150 კომპანია, მათ შორის მოწინავე საწარმოები მიიღებენ. საგამოფენო ცენტრში «Expo Geogria» წარმოდგენილი იქნება ბელარუსული პროდუქციის და მომსახურების ფართო სპექტრი, მათ შორის: მანქანათმშენებლობა და ტრანსპორტი, სასოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტები, სამეცნიერო მიღწევები და ახალი ტექნოლოგიები, ნავთობ-ქიმიური მრეწველობა, ფარმაცევტული პროდუქცია, მსუბუქი მრეწველობა, ხისა და სამშენებლო მასალების წარმოება, ტურისტული მომსახურება, სამომხმარებლო საქონელი და სხვა მრავალი. გამოფენა ემსახურება საქართველოსა და ბელორუსს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობასა და ორივე მხარის ბიზნეს სექტორის დაახლოებას. ღონისძიების ფარგლებში, დედაქალაქს არაერთი ბელორუსი ბიზნესმენი ესტუმრება, რომლებსაც საქართველოში სამომავლოდ მნიშვნელოვანი გეგმები და საინვესტიციო პოტენციალი გააჩნიათ.
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)