|
2016-08-30 11:29:19, 708 ნახვა
პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: ლადო ბედუკაძესთან წინასაარჩევნოდ თანამშრომლობას არ ვაპირებ
"ბედუკაძე მოვიდა და მადლობა გადამიხადა იმისთვის, რომ თავის დროზე, „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხნა არასწორად მიმაჩნდა", - ამის შესახებ დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა „ექსპრესნიუსს“ ვლადიმერ ბედუკაძესთან შეხვედრასთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, წინასაარჩევნოდ ბედუკაძესთან თანამშრომლობას არ აპირებს. „ლადო ბედუკაძესთან ჩემი შეხვედრა არაფერს არ ემსახურებოდა. კაცს გამარჯობა ვეღარ უნდა ვუთხრა?! ბედუკაძე მოვიდა და მადლობა გადამიხადა იმისთვის, რომ თავის დროზე, არასწორად მიმაჩნდა „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხნა. პარტია მხოლოდ იმის გამო მოხსნეს რეგისტრაციიდან, რომ ისინი საქართველოში რუსეთის ბაზების დაკანონებას ითხოვდნენ. მაშინ რეგისტრაცია „ქართულ ოცნებასაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“, თავის სატელიტებიანად უნდა გაუუქმონ. ისინი მხარს საქართველოში ნატო-ს ჯარების შემოყვანას უჭერენ. ამაზე გადამიხადა ადამიანმა მადლობა და წავიდა. ქართველებს აღარ დაველაპარაკო?! ლადო ბედუკაძესთან წინასაარჩევნოდ თანამშრომლობას არ ვაპირებ“, - განაცხადა მეჭიაურმა. შეგახსენებთ, გუშინ პოლიტიკური მოძრაობა „ცენტრისტების“ ერთ-ერთი ლიდერი ვლადიმერ ბედუკაძე პარლამენტში თამაზ მეჭიაურს შეხვდა. ბედუკაძის განცხადებით, მან მეგობართან პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)