|
2016-08-29 18:49:31, 779 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია ბელარუსის ელჩს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ბელარუსის რესპუბლიკის პირველ ელჩს საქართველოში მიხეილ მიატლიკოვს შეხვდა. შეხვედრაზე ოთარ დანელიამ ხაზიგაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას. მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში სახელმწიფომ აგრარული დარგის პრიორიტეტულად გამოაცხადა და დარგის განვითარების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი შემუშავდა. ოთარ დანელიამ დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, უკვე მიღწეულ შედეგებზე და სოფლის მეურნეობის განვითარების სტარტეგიიტ გათვალისწინებულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბელარუსის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. ოთარ დანელიამ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე და ქართული პროდუქციის, კერძოდ, ღვინის, მინერალური წყლების და თხილის საექსპორტო პოტენციალზე ისაუბრა. ბელარუსის რესპუბლიკის ელჩმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობა. მიხეილ მიატლიკოვმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნებს შორის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ და ბელარუსის რესპუბლიკაში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის სურვილი გამოთქვა. ელჩმა 1-4 სექტემბერს, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ დაგეგმილ ბელარუსის ეროვნულ გამოფენაზე ოთარ დანელია პირადად მიიწვია და აღნიშნა, რომ გამოფენაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. შეხვედრას სოფლის მეურნოების მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ესწრებოდა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)