|
2016-08-29 14:31:23, 956 ნახვა
პოლიტიკა
მანანა კობახიძე: პაპუაშვილს თუ რაიმე ფაქტები აქვს წარმოადგინოს, თუ არადა ნუ იქცევა ჭორიკანა ადამიანივით
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მანანა კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი თავისი ზოგადი განცხადებებით მოსამართლეებისა და სასამართლოს დისკრიმინაციას თავადვე ახდენს. როგორც კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, პაპუაშვილი უშუალოდ მიხეილ სააკაშვილისგან იღებს დირექტივებს. „პაპუაშვილის განცხადებები მის მანდატს სცდება და იმ უფლებებს, რომელიც მას კონტიტუცით აქვს მინიჭებული. პაპუაშვილი ზეწოლასა და სასამართლო საქმაინობის ჩარევაზე საუბრობს და ეს ყოველივე ზოგადი განცხადებებია. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ფაქტები აქვს, მაშინ მან პროკურტურასთან უნდა ითანამშრომლოს. პაპუაშვილი ზოგადი განცხადებებით თავადვე ახდენს სასამართლოს დისკრედიტაციას. პაპუაშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ყოფნის ვადა ეწურება და არ უნდა იყოს მონდომებული, რომ საზოგადოებას ასე დაამასოვროს თავი. პაპუაშვილი თავადვე არ უფრთხილდება მოსამართლეებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს რეპუტაციას. სწორედ მან გახადა სასამართლო პოლიტიკური განცხადებების სამიზნე. ჩვენ, პოლიტიკოსები იძულებულები ვართ შევაფასოთ პროცესები, რადგან პაპუაშვილი „ქართული ოცნებისკენ“ იშვერს ხელს. როდესაც ჩვენ კანონს ვიღებთ და ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს განხილვა, დაინტერესებული ვართ, რომ პროცესები სამართლიანად წარიმართოს. პაპუაშვილი და რამოდენიმე მოსამართლე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული და ეს ფაქტებით დადასტურებულია და ჩვენ რა თქმა უნდა, შევაფასებთ ამ პროცესებს. მე ვფიქრობ, პაპუაშვილს სააკაშვილი პირდაპირ დირექტივებს აძლევს. აქედან გამომდინარე, ჩვენი რეაქციები ბუნებრივია. თუ რამე ფაქტები აქვს წარადგინოს პროკურატურაშუ პაპუაშვილმა თუ არადა ნუ იქცევა ჭორიკანა ადამიანივით. არც ერთი მოსამართლე, ფაქტიურად, არ ადასტურებს პაპუაშვილის ნათქვამს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს“, - აცხადებს კობახიძე. შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ნაციონალური მოძრაობის დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს. ქართულ ოცნებაში გიორგი პაპუაშვილსა და ოპოზიციას პლენუმის სხვა წევრების დისკრედიტაციის მცდელობაში სდებენ ბრალ თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა განცხადება გაავრცელა და მმართველი გუნდი სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლაში დაადანაშაულა.
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)