21:42 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 10:56:03, 1765 ნახვა

მსოფლიო
ბრიუსელში კრიმინოლოგიის ინსტიტუტთან აფეთქება მოხდა

ბრიუსელში კრიმინოლოგიის ინსტიტუტის მახლობლად ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება წერს, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. დაახლოებით ღამის 02:30 საათზე ავტომობილმა ინსტიტუტის ღობე გაარღვია, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა ლაბორატორიის მახლობლად ასაფეთქებელი მოწყობილობა ააფეთქეს.

მედიის ცნობით, ინციდენტის დროს ინსტიტუტის შენობაში  არავინ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროსადგურში მარტში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, ბელგიაში ტერორისტული საფრთხის გაძლიერებული რეჟიმი მოქმედებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics