|
2016-08-29 10:08:07, 1813 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ცემაში ბრალდებულ თამარ ხაჭაპურიძეს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარაში ბრალდებულ ასოციაცია „მომავლის იმედის“ თავმჯდომარეს, თამარ ხაჭაპურიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ხელვაჩაურის სასამართლომ მიიღო. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მის მეუღლეს კი, 30 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისრა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 ოქტომბერს ჩაინიშნა. შემთხვევა 26 აგვისტოს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, გონიოს დასახლებაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაეყენეს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოსპობით დაემუქრნენ. გამოძიება, სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის, მსაჯულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს. (საქართველოს სსკ-ს 365-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)