09:34 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 13:43:38, 701 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი: GFK-ს კვლევებს არჩევნების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობა“ პროტესტისთვის გამოიყენებს

„რუსთავი 2“-ის მიერ განხორციელებულ კვლევებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ - ეს თემა დახურულია, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული-ოცნების" თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ "ექსპრესნიუსს" განუცხადეს.

ვოლსკის თქმით, ამ კვლევის ანალიზი არის იმ ტყუილის ტირაჟირება, რასაც „რუსთავი 2“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევიან.

"სამომავლოდ რომ დავუკვირდეთ, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გარდაუვალი დამარცხების შემდეგ, მსგავსი კვლევებით, დაიწყება  რჩევნების გაპროტესტება. ეს ყველაფერი თვალსაჩინოა და აქ ორი აზრი არ არსებობს", - განაცხადა ვოლსკიმ. 

შეგახსენებთ, რომ გერმანულმა კომპანია GFK-მ რუსთავი 2-ის დაკვეთით მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოადგინა. 

კვლევის  შედეგად,  პარტიულ რეიტინგში "ქართულ ოცნებას" 35.9 % აქვს,  ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა-34.2%,  სახელმწიფო ხალხისთვის - პაატა ბურჭულაძე 9.8%,  ლეიბორისტული პარტია 5.4%, თავისუფალი დემოკრატები - ირაკლი ალასანია 4.5%,  პატრიოტთა ალიანსი - ირმა ინაშვილი 2.4 %, ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა 2.2%,  რესპუბლიკური პარტია 0.7 %,  პოლიტიკური ცენტრი გირჩი 0.5%, ახალი საქართველო - გიორგი ვაშაძე 0.5%.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics