11:35 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 13:33:54, 2278 ნახვა

სპორტი
სუბარი: ქორწინების დეფინიციის დაკონკრეტება  ადამიანის უფლებებს არ ეწინააღმდეგება

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის  სოზარ სუბარის შეფასებით,  კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის დაკონკრეტება ადამიანის უფლებებს არ არღვევს. „ვინც ამას ამბობს, დაასაბუთოს რა შეხება აქვს ადამიანის უფლებებთან ამას. ევროკონვენციაა, თუ ყველა საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც არის ადამიანის უფლებების დაცვის, კარგად ვიცით და არც ერთგან არ არის აკრძალვა, რომ ასეთი ჩანაწერი არ უნდა არსებობდეს. დანარჩენი, ყველა ქვეყანა თავად წყვეტს რა არის მათთან ქორწინება. ზოგგან დაშვებულია მრავალცოლიანობა, ზოგგან მრავალქმრიანობა, ზოგგან ერთი და იგივე სქესის ადამიანთა ქორწინებაა დაშვებული, ზოგგან- არა. ქორწინებაში ამ შემთხვევაში ვგულისხმობ არა თანაცხოვრების პრაქტიკას, არამედ იურიდიულად დადასტურებულ დოკუმენტს. ეს არანაირად არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს“,- განაცხადა სოზარ  სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics