|
2016-08-22 18:01:29, 1469 ნახვა
სამართალი
სასამართლო ტერორისტული აქტის საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
თბილისის საქალაქო სასამართლო ამწუთებში ტერორისტული აქტის საქმეზე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. პროკურატურა მათთვის წინასწარი პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. პროცესს არ ესწრება ერთ-ერთი ბრალდებული ბექა ბექაური, რომელიც დაკავების დროს მიღებული დაზიანებების გამო, საავადმყოფოში იმყოფება. ადვოკატის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბექაური ბრალს აღიარებს. "თავის ქალა აქვს ჩამტვრეული. დაკავების მომენტში აქვს მიღებული დაზიანებები",-აღნიშნა ადვოკატმა მაია ჭრელაშვილმა. შეგახსენებთ, სუს-მა ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 5 მოქალაქე მოქალაქე დააკავა. გარდა ამისა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე. გამოძიების ინფორმაციით, დასახელებული პირები სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას ამზადებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)