|
2016-08-21 10:14:59, 1532 ნახვა
სამართალი
ჩოხატაურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ორჯერ ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული სეით ს. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. "გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წლის 28 ნოემბერს ნიღბითა და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული სეით ს. ორ თანამზრახველთან ერთად ჩოხატაურში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ზაალ მ.-ს საცხოვრებელ სახლში შეიჭრა, ოჯახის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იარაღის მუქარით ფული და ძვირფასეულობა გამოსძალა. ამის შემდეგ სეით ს.-მ და მისმა თანამზრახველებმა ზაალ მ.-ს კუთვნილი ავტომანქანა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ გატაცებულ ავტომანქანას შემთხვევიდან მეორე დღეს სამტრედიაში, ერთ-ერთ ქუჩაზე მიაკვლია. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სეით ს. ქუთაისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მისი თანამზრახველების დაკავების მიზნით შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით)",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)