15:30 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-20 10:30:29, 881 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ზღვაში დაკარგული 2 ჯარისკაცის სამძებრო ღონისძიებებში პირადად ჩაერთო

შავ ზღვაში დაკარგული ორი ჯარისკაცის სამძებრო ღონისძიებებში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ჩაერთო. მინისტრი თურქულ გემზე იმყოფება, რომელიც გონიოში დღეს 07:00 საათზე შევიდა.

სასაზღვრო ძალების 650-ტონიანი სამძებრო ხომალდი ყველა საჭირო ტექნიკით არის აღჭურვილი და სიღრმეში ძებნა-გადარჩენის ოპერაციებზეა გათვლილი.

ლევან იზორია ხომალდზე თურქეთის გენერალურ კონსულ იასინ თემისკანთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ 16 აგვისტოს, შავ ზღვაზე გეგმიური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ზღვის ზედაპირზე ამოსვლა ვერ შეძლო. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია. 

მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics