|
2016-08-11 10:30:45, 1307 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილმა გორში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გორში დაცვის პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობა გახსნა. შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გურამ ტომარაძე ესწრებოდნენ. მათივე ცნობით, ორსართულიან, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილ შენობაში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული რეაგირების ჯგუფები განთავსდნენ. ადმინისტრაციულ შენობაში 25 თანამშრომელი იმუშავებს. „ბათუმის, ბაკურიანის, ურეკის, გუდაურის და თბილისის (საბურთალო) ახალი შენობების შემდეგ, დღეს უკვე დაცვის პოლიციის მეექვსე ახალი შენობა გორში გავხსენით, რათა გაუმჯობესდეს ჩვენი თანამშრომლების სამუშაო პირობები და შესაბამისად, გაიზარდოს ადგილობრივი მოსახლეობის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხი“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოლიციელთათვის სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ახალი შენობების მშენებლობასა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)