|
2016-08-10 18:09:41, 1436 ნახვა
სამართალი
„თაბუკაშვილი 88“-ს თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილი დააკავეს
საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით უძრავი ქონების მითვისებისა და სხვისი კუთვნილი, დიდი ოდენობით ღირებული ქონებრივი უფლების გაფლანგვის ფაქტზე, ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ს თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილი დააკავა. ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. "ზურაბ თაბუკაშვილმა პირადი გამორჩენის მიღების განზრახვით, ამხანაგობის ინტერსების საწინააღმდეგოდ, შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფთან“ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა საცხოვრებელი ბინებით დასაკმაყოფილებლად გაიცემოდა 7250 კვ.მ. საცხოვრებელი და 100 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი. გარდა ამისა, შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფს” უნდა განეხორციელებინა საშუამავლო მომსახურება ამხანაგობაში სხვა პირთა გასაწევრიანებლად და საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)