11:21 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-08 18:02:16, 841 ნახვა

საზოგადოება
პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა და პრობაციონერებმა აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეებმა  - თეიმურაზ მაღრაძემ და ზაზა გრიგოლიამ, შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან და გორის ოფისში აღრიცხვაზე მყოფ პირობით მსჯავრდებულებთან ერთად, შინდისში, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი მოგვიანებით, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც  დაესწრნენ.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, შიდა ქართლსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ყოველ წელს ტარდება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელშიც პრობაციონერებიც მონაწილეობენ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics