|
2016-08-05 17:12:05, 1283 ნახვა
სამართალი
ჟურნალისტის ცემის ფაქტზე დაკავებულ თემურ ფიფიას ბრალი წარედგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული თემურ ფ. ცემის ფაქტზე გამოავლინეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ ფ.-მ მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, თელავში, ჭავჭავაძის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1982 წელს დაბადებულ რომან ქ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულს შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდა. თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თემურ ფ.-ს ბრალი ცემის ფაქტზე წარუდგინეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ამოძიება საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ცნობისთვის, თელავში ერეკლე მეორის სასახლესთან „ახალი საქართველოსა” და ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩის“ წევრების მიერ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ შეკრების საწინააღმდეგო აქციის დროს, პოლიციამ "ერთიანი კომუნისტური პარტიის“ ლიდერი თემურ ფიფია დააკავა. დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც ფიფიამ ჟურნალისტ რომან ქევხიშვილს სახეში სილა გააწნა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)