|
2016-08-02 14:43:25, 1299 ნახვა
სამართალი
გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების გაერთიანებული საქმის განხილვა გადაიდო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების გაერთიანებული საქმის განხილვა გადაიდო. პროცესი ბათუმში დღეს, 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო, არ შედგა. სასამართლოში სამი პირველი კოლეგიის მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე და მაია კოპალეიშვილი მივიდნენ. პროცესზე არ მისულან თამაზ ცაბუტაშვილი და მერაბ ტურავა. რაც შეეხება სხვა მოსამართლეებს, მეორე კოლეგიის სამი მოსამართლე - ლალი ფაფიაშვილი, ოთარ სიჭინავა და ზაზა თავაძე თბილისში იმყოფებიან. ისინი დიპკორპუსის წევრებს შეხვდნენ. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სულ 9 მოსამართლეა. სხდომის ჩასატარებლად პლენუმის 9 მოსამართლიდან პროცესზე სულ მცირე 6 უნდა გამოცხადდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)