02:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 13:54:07, 1002 ნახვა

რეგიონი
„აჭარის დღეები“-ს ფარგლებში რეგიონის რეკლამირება გრძელდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით სამიზნე ქვეყნებში პიარ კამპანების წარმოებას აგრძელებს.

29-30 ივლისს, დეპარტამენტი რეგიონს ლიტვაში, ქალაქ კლაიპედაში გამართულ საზაფხულო ფესტივალზე წარადგენს. ფესტივალზე, რომელსაც ყოველწლიურად 10 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს ქართული ფოლკლორი იქნება წარმოდგენილი. აჭარის დღეების გამართვას ლიტვის შემდეგ დეპარტამენტი 13 აგვისტოს პოლონეთში, შემოდგომაზე კი ესტონეთში, ლატვიასა და უკრაინაში გეგმავს. დაგეგმილია პიარ კამპანიების განხორციელება არაბეთის გაერთიანებულ ემირატებშიც.

„ვაგრძელებთ რეგიონის პოპულარიზაციას ჩვენს სამიზნე ქვეყნებში. ჩატარებული პიარ კამპანიებიდან განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა სამიზნე ქვეყნების დედაქალაქებში ჩატარებულ „აჭარის დღეებ“-ს, რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ აღნიშნული ღონისძიება წლის ბოლომდე დამატებით 3 სამიზნე და 2 არასამიზნე ქვეყანაში გავმართოთ.  აჭარის დღეებზე ჩვენს სამიზნე აუდიტორიას ადგილზე ვაცნობთ იმ არამატერიალურ კულტურულ ძეგლებს, რაც გაგვაჩნია და რის გამოც ჩამოდის ჩვენთან ტურისტი. ეს არის ჩვენი მდიდარი ფოლკლორი, სამზარეულო და ღვინო. ჩვენ ასევე, ვგეგმავთ არსებული სამიზნე ქვეყნების დივერსიფიკაციას და ვიწყებთ არაბეთის ყურის ქვეყნების ანალიზს. 2017 წლიდან კი შესაძლოა არსებულ 11 სამიზნე ქვეყანას რამდენიმე შეემატოს,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა „აჭარის დღეები“ გაზაფხულზე ვილნიუსში, ასტანაში, თელ-ავივში, მინსკსა და ვარშავაში გამართა. ღონისძიებებს წამყვანი მედია საშუალებების, ტურსააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამოზე წარმოდგენილი იყო ქართული ფოლკლორი, სამზარეულო და ღვინო. ღონისძიებები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებითა და აჭარის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდებოდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics