|
2016-07-23 15:05:21, 1790 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში მყოფი ქართველი: არ ვიცი როგორ აღვწერო ის შიში, რაც გუშინ განვიცადეთ
გერმანიის ქალაქ მიუნხენში მყოფი ქართველი სტუდენტი ირინა კვანჭიანი მომხდარი ტერაქტის დეტალებს იხსენებს. ტერაქტის დროს ირინა კვანჭიანი ზუსტად იმ მეტროსადგურში იმყოფებოდა, სადაც პოლიციელები ეჭვმიტანილს ეძებდნენ. როგორც სტუდენტი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, პოლიციელებმა მეტროში მყოფი ადამიანები გარეთ გამოყარეს, რის შემდეგაც მათ თავი მაღაზიას შეაფარეს. „ჩვენ სროლის ხმა არ გაგვიგია. იმ მომენტში მეტროში ვიყავით და ამ დროს შეშინებული ხალხი დავინახეთ. თავიდან ვერ მივხვდით რა ხდებოდა, მაგრამ მერე პოლიცია დაგვადგა იარაღით და მეტროდან გამოგყვარეს, რადგან ეჭვმიტანილს სწორედ ამ მეტროში ეძებდნენ. ხელებაწეული გავედით. ამის შემდეგ მაღაზიას შევაფარეთ თავი, დაახლოებით ოც კაცამდე ვიყავით. ჩემთან ერთად კიდევ 3 ქართველი იყო. პოლიცია გარეთ არ გვიშვებდა. გარკვეული დროის შემდეგ გამოგვიშვეს, ქუჩაში სრული პანიკა სუფევდა. ცაში ვერტმფრენები დაფრინავდნენ. ფეხით ვიარეთ მუზეუმამდე და იქ კიდევ ერთი ქართველი დაგხვდა. ერთმანეთის დახმარებით სახლამდე მშვიდობით მივაღწიეთ. მე როგორც ვიცი, გუშნდელი ინფორმაციით ტერაქტი სამმა ადამიანმა განახორციელა და დღეს გერმანელები ამბობენ, რომ ეს ყოველივე ერთმა ადამიანმა ჩაიდანა და 9 ადამიანი მან იმსხვერპლა და შემდეგ თავიც მოიკლა. არ ვიცი თუ როგორ აღვწერო ის შიში, რაც გუშინ განვიცადე. თავი სიზმარშ მგონია და ამიტომ გადავიტანე ეს ყოველივე“, -აცხადებს ირინა კვანჭიანი. მიუნხენში მყოფი სტუდენტის ინფორმაციით, დაშავებულთა და გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ გუშინ მიუნხენში, სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიასთან" უცნობმა მამაკაცმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 9 ადამიანი გარდაიცვალა, 20-მდე კი დაჭრა, 3 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. სავაჭრო ცენტრში ცეცხლი 18 წლის ირანელმა ახალგაზრდამ გახსნა.
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)