|
2016-07-22 14:47:26, 682 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი წარუდგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ დღეს ვანის მოსახლეობას, ვანისა და ხონის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ლილუაშვილი წარუდგინა. „გიორგი ლილუაშვილი ძალიან გამოცდილი ადამიანია. იგი „ქართუ" ჯგუფის გენერალური დირექტორი იყო. მუშაობდა საბაჟო სფეროში. გახლავთ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრი. დღეს იგი თბილისის მერის მოადგილეა და უნდა ვთქვა, რომ დიდი დანაკლისი იქნება დედაქალაქისთვის. მინდა წარმატება ვუსურვო. გიორგი ლილუაშვილი იქნება თქვენი ხმა საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა და ვანის რაიონის ტურისტულ, სასოფლო-სამეურნეო და მრეწველობის პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. „ვანს უნდა დავუბრუნოთ ძველი დიდება, აღვადგინოთ მუზეუმი, რისთვისაც ბიუჯეტში შესაბამისი თანხებია მობილიზებული. მაქსიმალური ყურადღება უნდა მივაქციოთ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც ამ რაიონში ჭარბად არის დავანებული. ეს არის ჩვენი ფუნქცია",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. პრემიერ-მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას საყოველთაო ჯანდაცვაზე, სოფლის მეურნეობაზე, ეკონომიკურ რეფორმებსა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ესაუბრა. ვანის მოსახლეობას სიტყვით მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ. „ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ 8 ოქტომბერს და ეს არ იქნება პარტიის გამარჯვება- ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება",-აღნიშნა კახა კალაძემ. გრიგოლ ლილუაშვილმა გამოცხადებული ნდობისთვის პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების" გუნდს მადლობა გადაუხადა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვანის მოსახლეობას უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნას დაჰპირდა. „ჩვენ ძალადობას ერთად ვუთხარით უარი და გადავედით ახალ ეტაპზე. ასევე ერთად უნდა შევინარჩუნოთ მიღწეული თავისუფლება, განვავითაროთ ჩვენი რაიონი და ქვეყანა",-განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას ესწრებოდნენ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრები-გია ვოლსკი, გიორგი კახიანი, მამუკა მდინარაძე და დავით ლორთქიფანიძე.
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)