|
2016-07-20 10:35:20, 588 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტროს და თურქეთის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და თურქეთის იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაიმ მოაწერეს ხელი. უწყების ინფორმაციით, დოკუმენტი უწყებებს შორის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს. კონკრეტულად, დაგეგმილია თანამშრომლობის გაღრმავება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის ეფექტიანი მართვისა და შესაბამისი კანონმდებლობის სრულყოფის; პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხოების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის; პენიტენციური ჯანდაცვის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის პროგრამების; ასევე, საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების მიმართულებით. მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და თურქეთის იუსტიციის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის მართვის საკითხში ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ, გათვალისწინებულია ვიზიტების, საერთო ინტერესის სფეროებზე სამუშაო შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ბექირ ბოზდაისთან ორმხრივი შეხვედრაც გამართა. მან საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვა ხაზი, თურქულ მხარეს სამხედრო ამბოხის მცდელობის დროს დაღუპულთა გამო სამძიმარი გამოუცხადა და თურქეთში დემოკრატიულად არჩეული მთავრობისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა. ამასთან, კახა კახიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ უწყებებს შორის მემორანდუმის გაფორმება, ორმხრივ თანამშრომლობას კიდევ უფრო გაააქტიურებს და საქართველოსა და თურქეთის პენიტენციისა და პრობაციის სისტემების საქმიანი ურთიერთობის მყარ საფუძველს შექმნის. „საქართველო-თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფორმატში პირველი შეხვედრის გამართვა ხაზს უსვამს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობას და ყველა მნიშვნელოვან სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივების მაღალ დონეზე განხილვის მყარ შესაძლებლობას იძლევა. დაინტერესებული ვართ, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, ასევე, პენიტენციისა და პრობაციის სფეროებში საქართველოსა და თურქეთს შორის აქტიური თანამშრომლობა წარიმართოს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა და თურქეთის იუსტიციის სამინისტროს მიმართ მადლიერება გამოხატა, რომელმაც აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თურქეთის ციხეებში მყოფი ქართველი პატიმრებისთვის სააღდგომო საჩუქრების გადაცემაში მხარდაჭერა აღმოუჩინა. თავის მხრივ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ხელს უწყობს საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის პატიმრებისთვის თავიანთ რელიგიურ დღესასწაულებზე საჩუქრების გადაცემას. საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრა თურქეთში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოსა და თურქეთის შესაბამის უწყებებს შორის კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაფორმდა. (NS)
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)