12:37 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 10:39:27, 1510 ნახვა

მსოფლიო
გერმანიაში ნაჯახით შეიარაღებული მამაკაცი მატარებლის მგზავრებს თავს დაესხა

გერმანიის ქალაქ ვიურცბურგთან ნაჯახით შეიარაღებული მამაკაცი მატარებლის მგზავრებს თავს დაესხა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა. რამდენიმე მათგანმა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო.

როგორც BBC წერს, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, მატარებლის მგზავრებზე თავდამსხმელი სავარაუდოდ 17 წლის ავღანელი ლტოლვილია, რომელიც გერმანიაში მშობლების გარეშე ჩამოვიდა. ის ლტოლვილთა თავშესაფარში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში კი - ოქსენფურტში, მიმღებ ოჯახში ცხოვრობდა.

ბავარიის პოლიციის ცნობით, მატარებლის მგზავრებზე თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა.

როგორც ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იოაჰიმ ჰერმანმა განაცხადა, ნაჯახით და დანით შეიარაღებული მოზარდი მგზავრებს მაშინ დაესხა, როცა მატარებელი ვიურცბურგის სადგურს უახლოვდებოდა. როცა მატარებელი გაჩერდა, თავდამსხმელი გაიქცა და მიმალვა სცადა, მაგრამ მას ადგილზე პოლიციის ეკიპაჟი დახვდა. არასრულწლოვანმა ნაჯახით პოლიციაზე თავდასხმა სცადა, რა დროსაც, ის მოკლეს.

დანაშაულის მოტივი აქამდე უცნობია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
თბილისი შეაფასებს ქალაქის მცხეთასთან,რუსთავისთან და აეროპორტთან რკინიგზით დაკავშირების შესაძლებლობას
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
ენმ-მ ხელისუფლება ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან შესაძლო შეთქმულებაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics