03:27 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 19:03:34, 1103 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა და სექტორში მიმდინარე პროცესები განიხილა. 

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ქეთევან ბოჭორიშვილი და გენადი არველაძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ვიცე–პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს იმპორტის სტრუქტურაში მედიკამენტები 600 მლნ აშშ დოლარამდეა, ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარდეს. ამავე დროს, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში სახეზეა ადგილობრივი წარმოების მედიკამენტების ექსპორტის საკმაოდ მზარდი ტენდენცია.  

შეხვედრაზე დაისვა ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია აღნიშნული დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის.   

მსგავსი ფორმატის შეხვედრა საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერის მონაწილეობით პირველად გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოში ფარმაცვეტული ბიზნესის ყველა მსხვილმა წარმომადგენელმა. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ასეთი ფორმატის შეხვედრები ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან მომავალშიც გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics