|
2016-07-15 15:53:36, 706 ნახვა
საზოგადოება
საცხოვრებელ კომპლექსში „ოპტიმა ისანი“ მესაკუთრეთათვის ბინების ჩაბარება დაგეგმილზე ადრე დაიწყო
დეველოპერული კომპანია m2 ახალი კონცეფციის საცხოვრებელ კომპლექსს „ოპტიმა ისანს“ გახსნის. კომპლექსი m²-ის ახალი, ოპტიმალური სამშენებლო ხაზის პირველი დასრულებული ენერგოეფექტური პროექტია. კომპანიამ მესაკუთრეებისთვის ბინების ჩაბარება დაგეგმილზე ათი დღით ადრე დაიწყო და პროცესი უკვე აქტიურ ფაზაშია. 238-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი „ოპტიმა ისანი“ თბილისში, მოსკოვის გამზირის 14ა-ში მდებარეობს და 5,272 კვადრატულ მეტრზე განლაგებული ორი დამოუკიდებელი კორპუსისაგან შედგება. კომპლექსში ოპტიმალური დაგეგმარების ხარჯზე სასურველი ფართის მქონე ბინის შეძენა ნაკლებ ფასადაა შესაძლებელი. ამასთან, გარემონტებული ბინის შეძენით მფლობელი ზოგავს დროს, ფულსა და ენერგიას. „ოპტიმა ისანი“ m²-მა 2014 წელს წარადგინა და 2-ოთახიანი, სრულად გარემონტებული ბინა იმ დროისთვის უპრეცენდენტო ფასად, 29,000 აშშ დოლარად შესთავაზა მომხმარებელს. საცხოვრებელი კომპლექსი ენერგოეფექტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მობინადრეები 23%-მდე კომუნალური გადასახადების დაზოგვას შეძლებენ. „ოპტიმა ისანში“ ბინები ბარდება დასრულებული რემონტით. შესაბამისად, მესაკუთრეებს შესაძლებლობა ექნებათ დასრულებულ კომპლექსში პირადაპირ საცხოვრებლად გადავიდნენ. ახალ სახლებში მათ საჩუქრად დახვდებათ სრულად მოწყობილი სველი წერტილი და სამზარეულო, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით. საცხოვრებელი კომპლექსი „ოპტიმა ისანი“ აღჭურვილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით: მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით, მოსასვენებელი და საბავშვო ზონებით. მაცხოვრებლებს დამატებით კომფორტს შეუქმნის კომპლექსის მოვლის მომსახურება, რაც დასუფთავებას, გამწვანების მოვლასა და 24-საათიან დაცვას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ „ოპტიმა ისანი“ სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. კომპლექსში ბინების 70% უკვე გაყიდულია და სულ მალე მაცხოვრებლების შესახლება დაიწყება. (R)
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)