23:25 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 11:56:11, 604 ნახვა

საზოგადოება
ბუდაპეშტის ქუჩაზე 400 მეტრამდე სიგრძის სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბუდაპეშტის N3ა-3ბ-ში სანიაღვრე სისტემის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კორპუსების ეზოს ნაწილში უკვე დამონტაჟდა წყალგამტარი მილები, რომლებიც, საბოლოოდ, პეკინის ქუჩაზე გამავალ ცენტრალურ სანიაღვრე კოლექტორს უნდა დაუერთდეს.

მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილეებმა ლუკა კანკავამ და გაიოზ ვასაძემ შეამოწმეს. შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ქსელის მოწყობა წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.

„ამ კორპუსების მოსახლეობა გამგეობისაგან ითხოვდა შიდაკვარტალური გზების მოასფალტებას, თუმცა სპეციალისტების შეფასებით, სანიაღვრე ქსელის მოწყობის გარეშე საგზაო სამუშაოების განხორციელება არაეფექტური იქნებოდა, რადგან ეზოებში ნალექიანი ამინდის დროს მუდმივად გუბდებოდა წყალი, სწორედ ამიტომ იყო დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურაც. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მალე ეს დისკომფორტი მოსახლეობას აღარ ექნება“, - განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე ლუკა კანკავამ.

პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „პალიტრა“ ახორციელებს. სამუშაოების მოცულობა მასშტაბურია, რადგან გარდა აღნიშნული კორპუსისა, ის ცენტრალურ ქუჩაზეც გადის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics