11:21 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 20:27:28, 685 ნახვა

პოლიტიკა
ბათუმში მე-13 საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა- სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება" გაიხსნება

ხვალ, 14 ივლისს,10.00 საათზე, ბათუმში სასტუმრო  Hilton Batumi-ში რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპულიგზა- სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება" გაიხსნება,  რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებისსაკითხებში, იოჰანეს ჰანთან. 11:30 საათზე საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკომისარი ევროპული სამეზობლოპოლიტიკის და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გაკეთებენ.

უწყების განცხადებით, კონფერენციაზე გაინიხილება შემდეგი თემები: ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები, ევროკავშირის საბჭოში სლოვაკეთის საპრეზიდენტო პერიოდის ძირითადი პრიორიტეტები, სამოქალაქო საზოგადოებისჩართულობის გაძლიერება, ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

(ns)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics