|
2016-07-13 17:15:46, 1204 ნახვა
სამართალი
რუსეთის სასამართლომ შაქრო კალაშოვს პატიმრობა მიუსაჯა
რუსეთის სასამართლომ კრიმინალურ ავტორიტეტს შაქრო კალაშოვის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ "იტარ-ტასი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლომ გამომძიებლის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. კალაშოვის ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. როგორც "იტარ-ტასი" წერს, ე.წ კანონიერ ქურდს დიდი ოდენობის თანხის გამოძალვაში ედება ბრალი. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები მოსკოვში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონისგან 8 მილიონ რუბლს ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას და მისი ოჯახის წევრებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. ცნობისთვის, რუსეთში 3-ჯერ ნასამართლევი შაქრო კალაშოვი 2008 წელს ესპანეთში ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. მის ექსტრადირებას საქართველო ითხოვდა, სადაც მას მკვლელობისთვის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯეს. ესპანეთის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ კალაშოვი რუსეთში დაბრუნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)