21:15 - 09 Jul, 2026
|
2016-07-10 13:28:01, 757 ნახვა
საზოგადოება
პრომეთეს მღვიმეში ტურისტებს გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ
ძლიერი წვიმის შედეგად, ნიაღვარმა პრომეთეს მღვიმის ცენტრალური შესასვლელი ჩახერგა. შემოტანილი ღორღითა და ქვიშით დაიფარა ტურისტული ბილიკი და დაზიანდა ბილიკის მოაჯირი. დასაშვებ ნორმას გადააჭარბა წყლის დონემ მღვიმის პრომეთეს დარბაზში. გვიან ღამით, ავარიულად გაითიშა მღვიმის განათებაც. ავარიულად გათიშული ელელექტრო ენერგიის გამო, ამ დრომდე შესვლა ვერ ხერხდება პრომეთეს მღვიმის სანაოსნო მონაკვეთზე. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მღვიმეში აღდგენითი სამუშაოები დილიდანვე დაიწყეს. ამ ეტაპზე პრომეთეს მღვიმეში ტურისტებს შეუფერხებლად შეუძლიათ გადაადგილება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)