|
2016-07-10 11:45:07, 640 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია მეორე დღეა სამეგრელოს რეგიონში სტიქიის შედეგებს ეცნობა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მეორე დღეა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფება და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის შედეგად სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნბეობის სამინისტროდან აცნობეს, ადგილზე მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისიაც. უხვმა ნალექმა განსაკუთრებით მარტვილის, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტების სოფლები დააზარალა. უწყების ინფორმაციით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ტექნიკა. აქტიურად მიმდინარეობს სადრენაჟე არხების გაწმენდითი სამუშაოები, რათა დატბორილი ფართობებიდან ჭარბი წყლის მოშორება დროულად მოხდეს. სენაკის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ დანელიასთან ერთად შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,რეგიონში მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და სავარაუდოდ ზარალიც დიდი იქნება. მხოლოდ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დაახლოებით 2 ათას ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული მთლიანად წყლით იყო დაფარული. ამ ეტაპზე წყლის დონემ დაიწია და 600 ჰა-მდე დატბორილი ფართობია დარჩენილი. სამელიორაციო ტექნიკა აქტიურად მუშაობს, რათა დროულად მოხდეს ფართობების დრენირება და ზარალის დამთვლელმა კომისიამ შეძლოს ზარალის შეფასება. მას შემდეგ, რაც კომისია დაასრულებს მუშაობას და დასკვნას მოგვაწვდის, გადაწყდება თუ რა ფორმით მოხდება დაზარალებულების დახმარება“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ. დასავლეთ საქართველოში - აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, დაიტბორა სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები, საკარმიდამო ფართობები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინირებულად განხორციელების მიზნით მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში იმყოფებიან. NS
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)