|
2016-07-10 10:17:25, 1103 ნახვა
სამართალი
შსს-მ სხვისი ნივთის მითვისებისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვისი ნივთის მითვისებისთვის ძებნილი, 1991 წელს დაბადებული ბონდო კ. დააკავეს. "გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, პეკინის გამზირზე ბინა იქირავა, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთები: მაცივარი, სარეცხი მანქანა და ტელევიზორი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, შემდეგ ლომბარდში ჩააბარა და მიიმალა. სამართალდამცველებმა ბონდო კ.-ზე ძებნა გამოაცხადეს. პოლიციამ ძებნილი სენაკში დააკავა. ნაქირავები ბინიდან წაღებული სამივე ნივთი ლომბარდიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)