|
2016-07-08 12:01:33, 654 ნახვა
საზოგადოება
აბაშისწყალში დაკარგული მოზარდის ძებნაში ჩართული მყვინთავი გაუჩინარდა
მარტვილში, აბაშისწყალში დაკარგულ ორ ადამიანს ეძებენ. როგორც "ქსპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მათთან შევიდა შეტყობინება, რომ 17 წლის ბიჭი ხიდიდან გადახტა. ადგილზე მივიდნენ მაშველები და დაიწყეს ძებნა, თუმცა ოჯახის წევრებმა შსს-სთან შეუთანხმებლად, სამძებრო სამუშაოებში მყვინთავი ჩართეს, რომელიც ასევე გაუჩინარდა. შესაბამისად, მაშველები ახლა უკვე ორ ადამიანს-17 წლის მოზარდსა და მყვინთავს ეძებენ: "17 წლის ბიჭი გადახტა ხიდიდან, სავარაუდოდ სწრაფი დინება იყო და წყალმა წაიღო. ამის შესახებ შემოვიდა ჩვენთან შეტყობინება. ჩვენი მაშველები ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ. ამის შემდეგ, ჩვენი მუშაობის პარალელურად, ოჯახის წევრებმა ჩართეს მყვინთავი. ოჯახის წევრებისგან გავიგეთ, რომ მყვინთავი გაუჩინარდა და დავიწყეთ მყვინთავის ძებნაც. ორივეს საძიებო-სამაშველო ღონისძიება ახლაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 40 მაშველია ადგილზე, გარდა ამისა, ბათუმიდან და თბილისიდან დაემატნენ მყვინთავების ჯგუფები",-განუცხადეს "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)