06:34 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 09:37:22, 681 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ვფიქრობთ, ვარშავის სამიტის შედეგად, საქართველოს არსებითი პაკეტი გაფართოვდება

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,  ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ  2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება და რომ  საქართველო  ნატო-ს წევრი  აუცილებლად გახდება.

„ასევე დადასტურებას იმ პროგესის, რომელსაც საქართველომ ამ კუთხით მიაღწია, როგორც სამხედრო რეფორმით, ნატო-სთან ჩვენი სამხედრო შენაერთების თავსებადობის კუთხით, ასევე დემოკრატიის განვითრების კუთხით ქვეყანაში, რაც ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე კიდევ ერთხელ დადასტურებას 2015 წლის მინისტერიალის გადაწყვეტილების, რომ საქართველოს გააჩნია ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი, იმისათვის, რომ გაწევრიანდეს ნატო-ში, ჩვენთვის ვარშავის სამიტი ძალიან მნისვნელოვანი მოვლენაა და ვფიქრობთ,  ამ სამიტის შედეგად საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მას გააჩნია ნატოსთან, კიდევ უფრო გაფართოვდება, რის შედეგადაც საქართველოში უსაფრხოება  უფრო მაღალ დონეზე იქნება აყვანილი და საქართველო კიდევ მეტად დაცული იქნება”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას.

ვარშავის სამიტი ხვალ გაიხსნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics