20:02 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-06 15:47:42, 695 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტმა ქართველ მუსლიმებს რამადან–ბაირამის დასრულება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველ მუსლიმებს რამადან–ბაირამის დასრულება მიულოცა.

„გულითადად გილოცავთ რამადანის ერთთვიანი მარხვის საზეიმო დასრულებას. რამადან–ბაირამს – სულიერი განწმენდისა და სიკეთის გამარჯვების ამ უდიდეს დღესასწაულს ყველა თქვენგანი განსაკუთრებით  აღნიშნავს.

საქართველოს მუსლიმ თემს, ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილს, საკუთარი გარჯითა და ქვეყნისადმი ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ჩვენი საერთო სამშობლოს  აღმშენებლობაში.

ამიტომ თქვენი სიხარული - თითოეული ჩვენგანის სიხარულია. წარმატებებს, სულიერ სიმშვიდესა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics