|
2016-07-05 13:14:22, 648 ნახვა
საზოგადოება
Check in Georgia-ს ფარგლებში „ფოლკლორის დღეები“ გრძელდება
„ფოლკლორის დღეები“ ბათუმში გრძელდება. მთელი ზაფხულის განმავლობაში, ზღვისპირა ქალაქში ხალხური მუსიკისა და ცეკვის კონცერტები ყოველდღიურად იმართება. მასში მონაწილეობენ სახელმწიფო, მუნიციპალური და თბილისის ანსამბლები, რომლებიც ქართულ ხალხურ შემოქმედებას ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს 70 დღის განმავლობაში გააცნობენ. „ფოლკლორის დღეები“ ბათუმში 10 სექტემბერს დასრულდება. შეგახსენებთ, რომ „ფოლკლორის დღეები" "ჰითბათუმი 2016"-ის პროექტია, რომელიც წელს Check in Georgia-ს ფარგლებში 6 ივნისიდან ეწყობა. "ჰით ბათუმი" უკვე მეორე წელია ტარდება. შარშან, ფესტივალი ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, წელს კი "ჰით ბათუმი" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით პროექტ Check in Georgia-ს ნაწილი გახდა. ფესტივალის ფარგლებში, “ფოლკლორის დღეებს“ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი წარმოგიდგენთ. 1-3 ივლისს, ბათუმის ბულვარში კოლონადებთან, ფოლკლორის დღეების ფარგლებში საინტერესო კონცერტები გაიმართა. მაყურებლის წინაშე წარდგნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს ანსამბლი "კასლეთილა" და ქედის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლები "ბეთლემი" და "იაგუნდი". ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი "თუთარჩელა" და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სარფის ანსამბლი "კოლხა". „ფოლკლორის დღეებზე“ ასევე მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები ქუთაისის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხულოს, თერჯოლის, ქედის, ზესტაფონის, ლენტეხის, ამბროლაურის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ბათუმის და სხვა მუნიციპალიტეტებიდან, ასევე სახელმწიფო ანსამბლები: სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი "რუსთავი", აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ხორუმი“, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, სახელმწიფო ანსამბლი "ბასიანი",ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის გუნდი „დიდგორი“ და სხვა ჯგუფები, შემსრულებლები და ანსამბლები წარდგნენ. „ უნიკალური ქართული ფოლკლორი უცხოელების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, შესაბამისად, მისი პოპულარიზაცია ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს,”- მიაჩნიათ ფესტივალის ორგანიზატორებს. “საამაყოა, რომ ისეთი მასშტაბური ფესტივალი, როგორიცაა „ჰით ბათუმი 2016“ როგორც შარშან, წელსაც სწორედ „ფოლკლორის დღეებით“ დაიწყო. წელს, ფესტივალი ანსამბლმა „ერისიონმა“ გახსნა. შარშანდელთან განსხვავებით, ამჯერად, ფოლკლორი ზღვისპირა ქალაქში თითქმის ყოველდღიურად იქნება წარმოდგენილი. 70 დღის განმავლობაში ამავე რაოდენობის კონცერტი გაიმართება და მონაწილეობას 73-ზე მეტი ფოლკლორული ანსამბლი მიიღებს. „ჰით ბათუმი 2016“ ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ქალაქ ბათუმში და ჩვენი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს მნიშვნელოვანი საღამო გველის, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს ფესტივალებში და კონცერტებში რეგიონში თბილისური ანსამბლების ჩართვა,“ - აღნიშნავს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე.
(NS)
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)