|
2016-07-03 17:47:37, 1092 ნახვა
სამართალი
ბათუმში შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული გრძელდება
ბათუმში, პიაცაზე, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, მომსახურების სააგენტომ სპორტული კლუბის - MIA FORCE მრბოლელის, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახე დათა ქაჯაიას მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის მეშვიდე ეტაპის ჩვენება მოაწყო. შსს-ს ინფორმაციით, TCR International-ის პირდაპირ ტრანსლაციას შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი დათო ნიკოლეიშვილი, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, მრბოლელები და გულშემატკივრები დაესწრნენ.
მათივე ცნობით, მთელი კვირის განმავლობაში შსს-ს მომსახურების სააგენტო ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს სხვადასხვა სახის შემეცნებით და გასართობ ღონისძიებას შესთავაზებს. ადგილზე მოწყობილ „მართვის სკოლაში“ ბავშვებისთვის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე სახალისო შემეცნებითი გაკვეთილები გაიმართება, გაიცემა ველოსიპედების მართვის მოწმობები პატარებისთვის და გაიმართება ველომოყვარულების მარათონი. კვირეულის ფარგლებში სტუმრებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, დაათვალიერონ შსს-ს სპორტული კლუბის იმიტირებული სარბოლო ტრასა, ლეგენდის და ფორმულას კლასის ავტომობილები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)