17:46 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 19:26:18, 754 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან თბილისში 40-მა საზაფხულო ბაღმა დაიწყო ფუნქციონირება

დღეიდან საზაფხულო ბაღებმა დაიწყეს ფუნქციონირება. ერთი თვის განმავლობაში თბილისის მაშტაბით სულ 40 ბაღი საზაფხულო რეჟიმით მოემსახურება აღსაზრდელებს. აქედან, 6 ბაგა-ბაღი სამგორის რაიონშია. ყველა მათგანი დღეს ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად სამგორის გამგებელმა მოინახულა. 
 
,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან და სამგორის რაიონში არსებული ბაღების დირექტორებთან ერთად რამდენიმე დღის წინ  გვქონდა გასვლითი ხასიათის შეხევდრა გამგეობაში, სადაც დაიგეგმა, თუ როგორი იქნება ჩვენი თანამშრომლობა მათთან და რა გზით მოხდება მათი პრობლემების მოგვარება.  დღეის მდგომარეობით, სამგორის რაიონში 6 საბავშვო ბაღია. დღეს ყველა მათგანი დავათვალიერეთ და ინდივიდუალურად გავეცანით იმ პრობლემებს, რომლებიც ამ ბაღებში არსებობს’’-განაცხადა გიორგი ბაგრატიონმა.
 
საზაფხულო ბაღის აღსაზრდელები მეტ დროს ეზოში გაატარებენ და უფრო მეტად გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებებით დაკავდებიან. შესაბამისად, საზაფხულო ბაღებად შეირჩა ისეთი ბაღები, რომლებსაც აქვთ ამ მიზნებზე მაქსიმალურად მორგებული გარემო- დიდი და კეთილმოწყობილი ეზო, გამწვანება, გარე სპორტულ-გასართობი მოედნები’’-აღნიშნა თემურ თორდინავამ.

საზაფხულო ბაღებისთვის შეიცვალა კვების რაციონიც და ის უფრო მსუბუქი გახდა. აღსანიშნავია, რომ საზაფხულო ბაღებში დასაქმებულები გაორმაგებულ ხელფასს მიიღებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics